მთავრობის თავჯდომარემ ლევან ვარშალომიძემ საქართველოში პენოპლასტის მწარმოებელი პირველი ქარხანა მოინახულა. კომპანია „დისკ–მ“ უკრაინული ინვესტიციით შეიქმნა. საწარმოში დაგეგმილია 1 მლნ ლარის ინვესტირება.
ქარხანა ბათუმის სამრეწველო უბანში, ყოფილი სახლსაშენი კომბინატის ტერიტორიაზეა. იგი თვეში 6000 კბ/მ მასალას აწარმოებს, რაც არამარტო აჭარის, არამედ საქართველოს სამშენებლო ბაზარზეა გათვლილი. იგი საქართველოში იმპორტირებულ ანალოგიურ პროდუქციაზე მნიშვნელოვნად იაფი და ხარისხიანია.
„ბათუმისთვის ძალიან მნიშვნელოვანია შენობების დათბუნვა. ამიტომ, ამ საწარმოს გახსნა ნამდვილად სასიხარულოა. ეს უკრაინული ინვესტიციაა და გამართლების შემთხვევაში, აქ უფრო მეტი ადამიანი დასაქმდება“, – განაცხადა ლევან ვარშალომიძემ.
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მასმედიასა და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტი