18 მაისი 2012
მუზეუმების საერთაშორისო დღე აჭარის ტერიტორიაზე მოქმედი მუზეუმების თანამშრომლებს მთავრობის თავმჯდომარემ ქალაქის მერთან, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის და აჭარის განათლების კულტურისა და სპორტის მინისტრთან ერთად მიულოცა.
სხვადასხვა მუზეუმის 12-მა თანამშრომელმა სამუზეუმო საქმიანობაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის ლევან ვარშალომიძისგან ჯილდოებიც მიიღეს, ხოლო 40 გამორჩეული სპეციალისტს მერიამ ფულადი პრემია გადასცა.
დღესვე გია აბულაძემ აჭარაში მუზეუმების განვითარებისა და კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების რეაბილიტაციის შესახებ პრეზენტაცია გამართა. მიმდინარე წელს მუზეუმების მშენებლობა-რეაბილიტაციისთვის 1 750 000 ლარია გამოყოფილი. მიზნობრივი პროგრამა ახალი მუზეუმების მშენებლობასაც ითვალისწინებს. მალე გაიხსნება „ბათუმის“ მუზეუმი, რომლის რეაბილიტაცია დაწყებულია. კულტურული ტურიზმის განვითარების მიზნით იგეგმება კიდევ რამდენიმე ახალი მუზეუმის დაფუძნება: ღია ცის ქვეშ ეთნოგრაფიული მუზეუმის, წიგნის, ხელნაწერთა და იარაღის მუზეუმის.